суббота, 8 ноября 2008 г.

ჩემი ქალაქის ხელოვანი ადამიანები

"ვიდრე საღებავებით წერას შეუდგებოდეთ, დიდხანს ხატეთ, მხოლოდ მაშინ შეგიძლია დამშვიდებული იყო,როცა მყარ ფუნდამენტზე აშენებ".


1.პროეექტის სახელი :
ჩემი ქალაქის ხელოვანი ადამიანები.



2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:

ჩვენს ქალაქში ბევრი საინტერესო ადამიანია,რომელთა შემოქმედების გაცნობა სასარგებლოა,როგორც
მოსწავლეებისათვის ,ასევე ფართო საზოგადოებისათვის.


3.პროექტის სრული აღწერა:

მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას მშობლიურ ქალაქში მოღვაწე მხატვრების ,მწერლების, მუსიკოსების
შესახებ.ეცნობიან მათ შემოქმედებას და მათ ბიოგრაფიულ ცნობებს.ხვდებიან მათ,იღებენ ინტერვიუებს, მართავენ დისკუსიებს და პრეზენტაციებს.აწყობენ გამოფენებს და შემოქმედებით საღამოებს, მოიწვევენ მშობლიური ქალაქიდან იმ ადამიანებს რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ხელოვნების განვითარებაში. ამზადებენ კედლის გაზეთებს.ელექტრონულ ჟურნალს ვიდეო კოლაჟებით.ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეები ღრმად შეისწავლიან და გაეცნობიან მათ შემოქმედებას.

4.მონაწილეთა ასაკი /კლასები:
(V-XIIკლასის მოსწავლეები)

5.ვადები/ხანგრძლივობა: (9.11-31.12)


6.პროექტის შესაძლო აქტივობები:

მოსწავლეები საჭირო ლიტერატურის დახმარებით მოიპოვებენ ინფორმაციას, აწყობენ დისკუსიებს და პრეზენტაციებს.ამზადებენ ბლოგსა და ვებ-გვერდს ,ელექტრონულ ჟურნალს,კედლის გაზეთს,იღებენ ინტერვიუებს.აწყობენ გამოფენებს .


7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:


მშობლიური ქალაქის ხელოვანი ადამიანების ისტორია,ალბომი - "ჩემი ქალაქის ხელოვანები".გამოფენა .კედლის გაზეთი.ელექტრონული ჟურნალი,ბლოგი,ვებ-გვერდი,შემოქმედებითი საღამო.

8.სარგებელი სხვებისათვის:

ჟურნალისტის უნარ -ჩვევები.ხელოვნების უნარ-ჩვევები.წერილების წერა.ისტორიის შექმნის უნარ-ჩვევები.ფოტოების გადაღების შესწავლა.საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევები.ბლოგების შექმნა.შემოქმედებით საღამოზე ფართო საზოგადოება უკეთ გაიცნობს ამა თუ იმ ადამიანების შემოქმედებას.

9.სამუშაო ენა: ქართული ენა

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული.ისტორია ხელოვნება.საინფორმაციო ტექნოლოგიები.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.ფასილიტატორის სახელი,გვარი:ცირა ბუჯიაშვილი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა
:cira75@gmail.com

14.პროექტის ფორუმი

:http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea7ed91

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი

:http://icttrainingcira.blogspot.com/